პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებით, „აგენტების კანონზე“ დადებულ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში უკვე შესულია. დღეს ის ბიუროს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც განსახილველად გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მომდევნო კვირაში კი პლენარულ სხდომაზე მას დაძლევენ.
„ვეტო არის ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ აისახოს ეს კანონში და ვხედავდით ჩვენ მზაობას ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისგან და სალომე ზურაბიშვილმა ესეც ჩაკეტა... არ ვიცი საიდან რა დავალებებს იღებს, მაგრამ ფაქტია, როგორც კი შინაარსობრივი მსჯელობის იმედი და ნაპერწკალი გამოჩნდა, იმავე მომენტში ჩაკეტა წინსწრებით სალომე ზურაბიშვილმა. ახლა შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვისი დავალებით მოქმედებს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.