ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა სპეციალური საგამოძიებოს ხელმძღვანელი კომიტეტზე დაიბარა

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იბარებს. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადეს.

მათი თქმით, თვეზე მეტია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ტერორთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა.

„ის სამსახური, რომელიც შექმნა ოცნებამ და ვხედავთ, რომ არ იძიებს შესაბამის დანაშაულებს პოლიციელების მხრიდან, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არის პოლიტიკური ნების გამტარებელი“- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.