პარლამენტთან ახალგაზრდები „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ. მათ შეუერთდნენ მე-12 კლასელებიც, რომლებმაც მსვლელობა განათლების სამინისტროდან დაიწყეს.
პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით მიემართებიან სტუდენტებიც, რომლებიც სამედიცინო უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილი.
რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია პოლიცია და აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.
პარლამენტთან ახალგაზრდები „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ
