ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა თუ სურს, ეს რეალურად უნდა აჩვენოს - ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად

ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა თუ სურს, ეს რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები, ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად, საზოგადოებას არ უნდა უთხრან, რომ ურწმუნოება სჯობს რწმენას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვა Politico-ს სტატიას ეხებოდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავენ, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება

„30 წლის განმავლობაში ასეთი წინადადების შემოთავაზება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, საქართველო ამის ღირსი აქამდეც ნამდვილად იყო. ვიცით, რომ ერთი კონგრესმენის გადაწყვეტილებით ასეთი საკითხები სერიოზულად არ დგება. შესაბამისად, არ ვიცით, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის რამდენად სერიოზულად არის ეს შეთავაზებული. ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა, მეგობრობა თუ ნამდვილად სურს, ამაში ჩვენ ღია ვართ, ოღონდ ის ვირტუალური რეალობა, რასაც, სამწუხაროდ, ამერიკიდან ზოგიერთი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოს უსახავს, რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები – ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა უთხრან, რომ ურწმუნოება სჯობს რწმენას, ასევე საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ, რომ ლგბტ პროპაგანდა თანამედროვეობაა და ტრადიციებზე უარი უნდა თქვან. როგორც კი ამერიკის მხრიდან ვირტუალური რეალობის ნაცვლად, იქნება რეალობის დანახვის შესაძლებლობები, მზად ვართ, ეს საკითხები ამერიკასთან განვიხილოთ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილი.