ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანა ბუჩუკური: ოპოზიციის ერთიანობა საერთო სიას არ ნიშნავს - ვინც ასე თარგმნის, ან უვიცია ან სპეციალურად ცდილობს შეცდომაში შეყვანას

პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება არ ნიშნავს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნას. მისი თქმით, ვინც ასე აიგივებს ოპოზიციის ერთიანობასა და ერთიან სიას, ან უვიცია ან განზრახ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ბუჩუკურის განმარტებით, ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედება მნიშვნელოვანია, როდესაც საფრთხის ქვეშ დგას ქვეყნის ევროპული მომავალი.

„კოორდინაცია და ერთიანობა აუცილებელია არჩევნების დასაცავად და იმის გადასატანად, რასაც გვეუბნებიან, განსაკუთრებით თბილისის ქუჩებში ახალგაზრდები. მაგრამ ოპოზიციის ერთიანობა არ ნიშნავს ერთიანი სიის შექმნას. ვინც ასე აყალბებს და ერთმანეთს აიგივებს, ან არ ერკვევა საკითხში, ან განზრახ ცდილობს შეცდომაში შეყვანას," - განაცხადა ბუჩუკურმა.