ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხუნდაძე: იარაღის მოწოდება და „ჭკვიანად მოქცევის" შემთხვევაში აშშ-ის ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის

მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს რომ „მუშტრის" თვალით უყურებს, ცოტა არ იყოს, უხერხულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ის Politico-ს სტატიას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ-ში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავენ, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება

მისი თქმით, იარაღის მოწოდება და „ჭკვიანად მოქცევის" შემთხვევაში აშშ-ის ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის.

„ქუჩა შეთხელდა და თამასამაც აიწია.
კარგი ხმაურისთვის ვიზას ჰპირდებიან ქუჩას, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი გამჭვირვალობისთვის - სანქციებს.
სანქციები ისევე ვერ მოიტანს შედეგს, როგორც გაუმჭვირვალობა.
ყველაფერი რომ გამჭვირვალე იყოს, ეს კანონიც არ იქნებოდა საჭირო, თუმცა, ამაზე საუბარიც კი აუკრძალეს საზოგადოებას და თავადაც არ კითხულობენ, რატომ გახდა ის საჭირო. პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვენ და ქუჩის აურზაურს ხელს უწყობენ.
იმას, რასაც დღეს დაპირებად გვაწვდიან, აქამდეც უკვე რეალურად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ომისა და რევოლუციის, მორჩილებისა და ფასეულობების სანაცვლოდ.
რაც შეეხება არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნას, მმართველი გუნდი ამ პირობით თუ ამ პირობების გარეშე, ისედაც გამჭვირვალედ აპირებს საარჩევნო პროცესის წარმართვას, მთავარია, გარე ჩარევებისაგან დავიცვათ ქვეყანა.
ხელისუფლება მზად არის თანასწორუფლებიანი და გულწრფელი პარტნიორობისთვის“, - წერს ხუნდაძე.



დღეს „ქართული ოცნება“ ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტს გამოეხმაურა და თქვა, რომ კანონით არ ივაჭრებს.