ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ალექსეი ხარკოვსკიმ kiev4-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა.
„უკვე არსებობს რამდენიმე ფაქტი, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს სამოქალაქოებს, რომლებიც მდინარე ვოლჩიას გადალახვას ცდილობდნენ. ადამიანები მეორე ნაპირზე თავშესაფრის საძიებლად ცდილობდნენ გადასვლას. ჩვენი მოქალაქეები გამორბიან ქალაქის იმ ნაწილიდან, რომელიც რუსების კონტროლქვეშ აღმოჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება. აშკარა საფრთხის მიუხედავად, ადამიანები მაინც ცდილობენ ჩვენს კონტროლირებად ნაწილში გადმოპარვას. საპოლიციო ძალები ასეთი ადამიანების დახმარებას ყველანაირად ცდილობენ. უკრაინის თავდაცვის ძალები თავდაუზოგავად ცდილობენ ვოლჩანსკიდან მტრის განდევნას,“ - განუცხადა ინტერნერგამოცემას პოლიციის მაღალჩინოსანმა.