ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

როთი კალაძეს: რევოლუციას არა არასამთავრობოები ან ახალგაზრდა თაობა, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია გეგმავს

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი თბილისის მერის კახა კალაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა.

როთის თქმით, საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი.

„მერო კახა კალაძე, თქვენ რაღაც ნამდვილად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია გეგმავს. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.