ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კახა კალაძე სისულელეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშს „ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“

„სისულელეა“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე რადიო თავისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, „აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც  ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კალაძემ კითხვითვე უპასუხა: „სერიოზული კითხვები გაქვთ?“.

„სისულელეა და სისულელეს ნამდვილად არ ვაპირებ ვუპასუხო“, - დასძინა მან.

რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით მოამზადა მასალა, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც „ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია.“