თუ საქართველოს მთავრობა „აგენტების კანონს“ არ გაიწვევს, ოქტომბერში შესაძლოა, ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ დაუდასტუროს.
ამ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ევროკავშირის მაღალი თანამდებობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, ეს მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარია.
„მთავრობამ მოგვატყუა შარშან, როცა თქვეს, რომ კანონპროექტს აღარ წარადგენდნენ. მათ მიმართ გზავნილი ყოველთვის ძალიან ნათელი იყო", - აღნიშნავს ის გამოცემასთან.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.