ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბაჩო ოდიშარია კინოცენტრის ერთობლივ ფოტოზე: ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი გაიხადეს ოპონირების იარაღად

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის ერთობლივ ფოტოს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. რეაქციები ძირითადად უარყოფითი იყო, რადგან ფოტოზე ჩანდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებიც უფროსებმა ფესტივალზე თან წაიყვანეს.



სწორედ აღნიშნულს გამოეხმაურა ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია  და განმარტება გააკეთა.

„სერიოზული ისტერია აიწია ლიბერალურ ბაბლში კინოცენტრის გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გადაღებული ოჯახური ხასიათის ერთობაა აღბეჭდილი. ცოლებისა და შვილებისადმი ეს ბაბლი რომ პერვერსიულადაა განწყობილი და ყველა შესაძლო ხერხით იყენებს ინსტრუმენტად, სიახლე აღარავისთვისაა, უბრალოდ ეს მგონი პირველი შემთხვევაა, სადაც ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს ოპონირების იარაღად.

ფოტოზე აღბეჭდილია რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, რომლის შვილიც საკუთარი ხარჯებით წამოიყვანა, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელმაც თავის შვილი საკუთარი ხარჯებით წაიყვანა და ჩემი მეუღლე და შვილი, რომელიც ჩემი ხარჯებით წავიყვანე. ეს მათთვის, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ბიუჯეტის ფული ხომ არ დაიხარჯა ბავშვებზე   თითოეული მათგანი არც პირველად იყო კანში და მითუმეტეს, არც უკანასკნელად.

რაც შეეხება დელეგაციას, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი შეხვედრები, რის შედეგებსაც მალე იხილავს ქართული საზოგადოება. როდესაც ეს პროცესი ვერ გააშავეს ვერც ლანძღვით, ვერც ქართულ პავილიონში პლაკატების გაკვრით, ვერც ის გაბედეს, ვინმე მოსულიყო და თუ რამე ჰქონდა სათქმელი, იქვე ეთქვა, ბოლოს დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა. ქართული კინოც გაიმართება წელში, ევროკავშირის წევრობასაც მივაღწევთ, მაგრამ ლიბერალად პოზიცონირებულ ფაშისტებს მაინც არაფერი ეშველებათ“,-  დაწერა ოდიშარიამ სოციალურ ქსელში.