ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს რუსული კანონი

„აგენტების კანონის“  შესახებ ვენეციის კომისიის მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს გააუქმოს კანონი. 

„ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა გვთხოვეს ლეგალური არგუმენტების დასახელება იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. ეს არგუმენტები ახლა მათ გადაეცათ ვენეციის კომისიის მიერ ერთსულოვნად გაცემული რეკომენდაციების სახით, რომელიც მოითხოვა ასამბლეის პრეზიდენტმა. შესაბამისად, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს კანონი, როგორც ეს ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში“, - აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები.

თანამომხსენებლების აზრით, ხელისუფლებამ შეიძლება ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ფოკუსირება მოახდინოს არსებული საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებაზე, თუ ამის ობიექტური საჭიროება არსებობს.

„ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი საქართველოს მთავრობასთან და საზოგადოებასთან ამ საკითხზე საქართველოს მონიტორინგის პროცედურის ჩარჩოში“, – ნათქვამია განცხადებაში.