ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“, „ჰესბოლას“ და „ჰამასის“ რიტორიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტს ეხმიანება.

მანჯგალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“, „ჰესბოლას“ და „ჰამასის“ რიტორიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

მისი განმარტებით, "ჰესბოლაც" და ირანიც საუბრობს, რომ მსოფლიოს რაღაც დიდი სიონისტური შეთქმულება მართავს.

1მე დავინახე ის, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა და ირანის ისლამური რესპუბლიკის, "ჰესბოლას" და "ჰამასის" რიტორიკა, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ თავისი სულიერი ძმები იპოვა ირანში. "ჰესბოლაც" და ირანიც საუბრობს, რომ რაღაც დიდი სიონისტური შეთქმულება მართავს მსოფლიოს. ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილიც სადღაც აქ არიან. ვულოცავ ირაკლი კობახიძეს, თავისი სულიერი ძმები იპოვა "ჰესბოლას" და "ჰამასის" სახით”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გუშინ ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ.