Aljazeera-ს ინფორმაციით, ქალაქ ღაზაზე ისრაელის ავიაციის თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციის პირველწყარო ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოა.
მათი მტკიცებით, ისრაელის გამანადგურებლებმა პირველი ბომბი საცხოვრებელ სახლს მოარტყეს, სადაც 16 ადამიანი დაიღუპა, მეორე შეტევა კი მეჩეთზე მიიტანეს, რასაც კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის არმიამ პალესტინურ სამხედრო ძალებთან საბრძოლო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე უპრეცედენტო ტერორისტული აქტისას, 1200-მდე მშვიდობიანი ადამიანი მოკლა, 250 კი მძევლად აიყვანა, რომელთა ნაწილი დღემდე „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება.