ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ევროკომისიის სპიკერი კობახიძის ბრალდებაზე: ეს არ არის სიმართლე

ევროკომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრალდება, რომლის მიხედვითაც კომისიის წარმომადგენელი მას ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა, „სიმართლე არ არის“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

როგორც მან გამოცემა Politico-ს უთხრა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრალდებების ფორმალური უარყოფაც მალე იქნება.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც მისი მტკიცებით, ერთ-ერთმა ევროკომისარმა მასთან სატელეფონო საუბარში ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“