ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

წილოსანი სანქციებზე: თუკი საკითხი ასე დგას -ვამაყობ, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი აშშ-ის მიერ საქართველოში ,,დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე" სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

წილოსანის მტკიცებით, ამაყია რომ საქართველოს ემსახურება.

"მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას:

ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები

პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას", - წერს წილოსანი.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საკუთარ პოსტზევე მოქალაქეების კრიტიკულ კომენტარებს პასუხობს:

"ვიზაზე და შოპინგზე გაყიდულს ცალ-ცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ აგიხსნით - თქვენნაირები ყიდდნენ ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე და იმისთვის არ დაღუპულან ჩვენი წინაპრები რომ თქვენს ბინძურ იდეოლოგიას გაემარჯვა.
საკუთარის მაგინებელი, ვერც სხვაგან დაიმკვიდრებს ადგილს",- წერს ,,ქართული ოცნების" დეპუტატი.



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.