გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელ DW-ის ინფორმაციით, პოპულარულ ესპანურ კურორტ მალიორკაზე ერთ-ერთ რესტორანში ტრაგედია დატრიალდა.
ინციდენტი დაწესებულებაში ადგილობრივი დროით 20:30-ზე მოხდა. დაღუპულია 2 ადამიანი, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო კიდევ 16-მა ადამიანმა. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ, თუმცა თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ყველა დაზარალებული უკვე ნაპოვნია.
თვითმხილველთა ცნობით, რესტორნის პირველი სართულის ჩამონგრევა მოულოდნელად მოხდა, რასაც მიწისქვეშა სართულის დანგრევაც მოჰყვა.