ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯინ შაჰინის თქმით, „ქართველი ხალხის აქტი“ კიდევ ერთხელ დაადასტურებს მათ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, კანონპროექტი „ქართველი ხალხის აქტი“ კიდევ ერთხელ დაადასტურებს მათ ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ.

„ძალიან შემაშფოთებელია საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება. ჩემი კანონპროექტი ["ქართველი ხალხის აქტი"] დააწესებს ჯარიმებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე და გადააფასებს აშშ-ს დახმარებას, ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ" - წერს სენატორი შაჰინი X-ზე .


ამერიკელი სენატორები „ქართველი ხალხის აქტს“ წარადგენენ, რომელიც სანქციებს მოიცავს. კანონპროექტის ინიცირება, სენატში ამ კვირაში მოხდება.