ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ენტონი ბლინკენის მოადგილე: აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით, დემოკრატიისა და თავისუფლებების მხარდასაჭერად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ენტონი ბლინკენის მიერ, სავიზო შეზღუდვების გამოცხადებას ეხმიანება.

როგორც ზეია X-ზე წერს, აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით, საქართველოს დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად.

„დღეს, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის. აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით საქართველოს დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად", - წერს უზრა ზეია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.