„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიდიან. ისინი თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე გაერთიანდნენ.
მარშის მონაწილეებს ის სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომლებიც რუსთაველის მეტროს მიმდებარედ იყვნენ შეკრებილები.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას გამოუცხადებენ ყველა იმ დაკავებულს, ვინც თითქმის ორთვიანი პროტესტის დროს ძალოვანების სისასტიკის მსხვერპლი გახდა. სასამართლოში ბოლო ერთ თვეში 200-ზე მეტი საქმეა შესული.
დღევანდელი მარში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდება.