ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გურამ მაჭარაშვილი: შეერთებულ შტატებს ვუმეორებ, გვინდა პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ არა ვასალური დამოკიდებულება

30 წელი თუ ვერ შეიცნეს ქართველი ხალხის ხასიათი, ახლა კარგად დაფიქრდნენ,  მეგობრობა ასე არ გვესმის, რომ ამერიკა უფროსი ძმა იყოს და ჩვენ უმცროსი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი აშშ-ს ეუბნება, რომ ქვეყანას პარტნიორული ურთიერთობა უნდა და არა ვასალური დამოკიდებულბა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 30 წელი თუ ვერ შეიცნეს ქართველი ხალხის ხასიათი, ახლა კარგად დაფიქრდნენ, ჩვენ მეგობრობა ასე არ გვესმის, რომ ამერიკა უფროსი ძმა იყოს და ჩვენ უმცროსი. ოღონდ, ძმა კი არა, მონა. ურთიერთობა ასე არ გამოვა, არც არასდროს ყოფილა. ძალიან კარგად ვიცით, რას ემყარებოდა ეს ურთიერთობები მათი მხრიდან, ახლა რაც გამოაჩინეს, არაა პარტნიორობა და მეგობრობა. არსად ყოფნა არ გვინდა, ვიქნებით საქართველოში. ვიქნებით და ვართ ევროპული ტიპის ქვეყანა ცხოვრების წესით, არსად წასვლას არ ვაპირებთ. სამწუხაროდ, ვართ იმ მეზობლებში, სადაც ვართ. ვხედავთ, ვინ ვერ გვეხმარება და ვინ გულშემატკივრობს საქართველოს. შეერთებულ შტატებს ვუმეორებ, გვინდა პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ არა ვასალური დამოკიდებულება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.