ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
როგორც ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, აშშ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს.
,,ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი.
ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერდით ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიის გაძლიერებას, ასევე რუსული აგრესიის შეკავების შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ.
ეს იყო მნიშვნელოვანი თორმეტი თვე ქართველი ხალხისთვის, მათ შორისაა საქართველოს ისტორიული მიღწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური მომავლისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველო წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით.
ამ დღეს, როდესაც ქართველები ყველგან ზეიმობენ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის ხალხს ასე ძალიან სურს და იმსახურებს", - აცხადებს ბლინკენი.
Full Blinken Statement! 👇🏻
— Alex Raufoglu (@ralakbar) May 26, 2024
“On behalf of the United States of America, I wish the people of Georgia a happy Independence Day. Throughout the 32 years of our bilateral relationship, the United States has shown unwavering commitment to Georgia’s democratic, prosperous future, and…