ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბაიბა ბრაჟე: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უნდა გააკეთოს, თუმცა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უნდა გააკეთოს, თუმცა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროპული საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, საქართველოში ვიზიტის დროს, მტკიცე გზავნილი ჰქონდათ.

„ჩვენ მოვითხოვეთ მისი გაუქმება, პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონს. ასე რომ, სუვერენული ქვეყნის, საქართველოს, პარლამენტის და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უნდა გააკეთოს, თუმცა საქართველოს პროევროპული გზა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი სერიოზული, არ ვიტყვი საფრთხის, მაგრამ გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ბრაჟემ.