ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი მსხილაძე: კანონი მთლიანად გასაუქმებელია - აწი რაც მოხდება, დააბრალონ საკუთარ თავს!

კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით გასაუქმებელია - ჩვენ „ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა, აწი რაც მოხდება, დააბრალონ საკუთარ თავს! - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნა, პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს.

„ყველაზე სამწუხაროა ის, რომ აღნიშნული კანონის მიღებით და აღნიშნული პროცესით ზიანდება ჩვენი ქვეყანა და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე, ეს ძალიან დიდი საფრთხის წინ აყენებს ჩვენს ქვეყანას. აქ არის ქვეყანაზე საუბარი, თორემ პიროვნებები ვის აინტერესებს, ვის რა სანქციას დაადებენ და ვის რა თანხას ან ქონებას ჩამოართმევენ. აქ არის ერთადერთი, რომ ქვეყანას ექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მსხილაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.