ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „აგენტების კანონის“ მიღება ევროპულ დღის წესრიგს ანადგურებს

ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩვენთან ახლოს გვყავდეს, მაგრამ ჩანს, რომ ამ კანონის მიღება ანადგურებს ევროპულ დღის წესრიგს, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილიც გავუგზავნოთ საქართველოს ხელისუფლებას. რუმინეთისთვის საქართველო პარტნიორი ქვეყანაა და გვსურს, რომ ევროპასთან ახლოს იყოს და მისი მხარდაჭერა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ოდობესკუმ.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, „აგენტების კანონის" გამო, საქართველოში შექმნილ ვითარებასაც განიხილავენ.