ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აფხაზეთის ე.წ საგარეო კობახიძის განცხადებაზე: მსგავსი პოპულისტური განცხადებები არჩევნების წინ კეთდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ქვეყანა 2030 წლამდე აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს.

როგორც ე.წ სამინისტროში ამბობენ, მსგავსი პოპულისტური განცხადება არჩევნების წინ კეთდება და შიდა აუდიტორიაზეა მიმართული.

„ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს დაბრუნების სურვილთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ მსგავსი პოპულისტური განცხადებები მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ კეთდება და მიმართულია შიდა აუდიტორიაზე.

საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა, დაუბრუნოს აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოს, აბსოლუტურად უპერსპექტივოა.

საჭიროდ მიგვაჩნია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცების გზას. აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა თავისი საბოლოო არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება",- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად".