მეგობრებო, დღეს ვიხილავთ ქვეყნის კიდევ ერთ ღალატს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილის სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამასობაში პრეზიდენტის ინიციატივით ალტერნატიული დღის წესრიგი იქმნება, რაც რეჟიმის ცვლილებას დაეხმარება
ქართველი ხალხი ამ დროს იდგება ქუჩაში. დაიწყება სანქცირების პოლიტიკა. სანქცირებას თავისი დრამატურგია ექნება - აშშ - სავიზო, მერე ფინანსური - ხაზინის.
მერე ევროკავშირი - უვიზოს შეჩერება, ან რომელიმე ქვეყნის ინიციატივა ევროკავშირში არ შეუშვან ქოცები. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უარს იტყვის რუსული კანონის შესრულებაზე, ევროპაში დარეგისტრირდება და ფიზიკურად აქ მყოფი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას - სანამ ქვეყანას მტრული რეჟიმი მართავს.
ამასობაში პრეზიდენტის ინიციატივით ალტერნატიული დღის წესრიგი იქმნება, რაც რეჟიმის ცვლილებას დაეხმარება. სანქციების პირველი სერია რომ ძალაში შევა, სტატუს კვოს ჩამოშლა უფრო ენერგიულად გაგრძელდება. ივანიშვილი არჩევნებს არჩევნებამდე წააგებს და ქართველი ხალხის გამარჯვება არჩევნებზე უბრალოდ გაფორმდება! ასე ვხედავ და ვინც ამ სურათს ხელს უშლის, გზად ვანადგურებ - ერთიანი სიებიან, ტექნიკურ მთავრობებიანად“, - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.