ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნინო წილოსანი: სალომე ზურაბიშვილი რეპრესიების, ყალბი გაერთიანების და ცრუ ევროპულობის მესიჯებით მოგვევლინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას” გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების წინაშე ყალბი გაერთიანებისა და ცრუ ევროპულობის მესიჯებით წარსდგა.

,,ნეოსააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, რეპრესიების, ყალბი გაერთიანების და ცრუ ევროპულობის მესიჯებით მოგვევლინა. ასე დავახასიათებდი ომის ქარტიას, რომელმაც გააეთიანა ,,ნაციონალური მოძრაობის'' კლასტერი, თავისი დეკლარირებული თუ ლატენტური ,,ნაცებით" და რამაც ოფიციალურად დაასრულა რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები, რადგან რევოლუცია არ შედგა. მაშინ, როცა ყველაფერი გააკეთეთ დესტაბილიზაციისთვის, ქალბატონო სალომე, ახლა მოგინდათ არჩევნებამდე სტაბილურობით მისვლა? ამისთვის ახეთქეთ ახალგაზრდები პარლამენტის კედლებს? ამისთვის აძლევდით ინტერვიუს ინტერვიუზე? ამისთვის აგზავნინეთ მუქარა მუქარაზე, რომ რასაც ჩვენ გეუბნებოდით და ვამბობდით, არჩევნები ერთადერთი სწორი, დემოკრატიული პროცესიაო, იგივე გეთქვათ თქვენი ამომრჩევლისთვის. საზოგადობას კი მინდა ვუთხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გპირდებით და გეუბნებით ხოლმე",- განაცხადა წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.

სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა, პარტიებს კი მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.