12 წელია ხელისუფლებაში ხართ და თქვენი საქმიანობა უნდა უკავშირდებოდეს ხალხზე ზრუნავს, მაგრამ 12 წლის თავზე ხალხს თავს ამახსოვრებთ, როგორც კანონის შემოქმედებს, რითაც აშორებთ საქართველოს ევროკავშირს, ახალგაზრდებს უსპობთ მომავალს და უნდა გესმოდეთ ის პასუხისმგებლობაც, რომელიც ისტორიის წინაშეც გექნებათ, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, 12 წლის თავზე, მმართველი გუნდი ხელისუფლებას ასრულებს ისე, რომ ადამიანებს თავს ამახსოვრებს, როგორც კანონის შემოქმედებს, რითაც აშორებს საქართველოს ევროკავშირს.
„ერთი წამით ჩაიხედეთ თქვენს გულებში, ერთი წამით მაინც ეცადეთ, რომ ობიექტურები იყოთ. თქვენ სწირავთ საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალს, ეს შეგები დადგება ძალიან სწრაფად, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ასევე თქვენთვის, ამიტომ უნდა გესმოდეთ ის მძიმე ისტორიული რეალობა, რაც თქვენ თვითონ დაიყენეთ და კიდევ ვიტყვი გულწრფელად, რომ ძალიან გამიხარდება თუ ვეტოს არ დაძლევთ და არჩევნებზე მისცემთ შესაძლებლობას ქართველ ხალხს გადაწყვიტონ საქართველოს სახელმწიფოს ბედი.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამ წუთებში პარლამენტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მსჯელობს.