მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მისი ადგილი არის ციხეში, - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ზვიად ხარაზაშვილის, იგივე ხარებაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ძალადობრივი რეჟიმის სახეა.
მისივე თქმით, ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნურავის გაუკვირდება მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება.
„მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს ახლა და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და თქვენ მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური.
ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება.
[...] ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია", - ამბობს ხაბეიშვილი.
ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".
ზვიად ხარაზიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია. სწორედ ის ფიგურირებს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე მოქალაქეების ცემასა და ძალადობაში.