ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნინო წილოსანი მსხილაძეს: ჩვენი შვილები იამაყებენ, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიმართვაზე, სადაც მან უმრავლესობის დეპუტატებს უთხრა, რომ ხვალ საკუთარი შვილებისთვის მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ რატომ მოექეცნენ ქვეყანას ასე, ნინო წილოსანმა უპასუხა და განაცხადა, რომ  მათი შვილები მშობლების საქციელით იამაყებენ.

„ჩვენი შვილები იამაყებენ, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ჩვენი ქვეყანა იამაყებს თავისი სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის. აი, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით ისტორიის ფურცლებზე, მაგას დაგახანებთ, აქ შევხვდებით, თუ არ გაიქცევით ქვეყნის გარეთ!“,- განაცხადა წილოსანმა.

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.