ამ წუთებში, ბათუმში, უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტებისა და მოსწავლეების აქცია იმართება. ახალგაზრდები კვლავ „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.
მათი თქმით, პროტესტი მანამ გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
„პროტესტი არ წყდება, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა ფორმატით. იცით, რომ აუდიტორიებშიც ვაგრძელებთ პროტესტს და ყველა, ვინც ჩვენი გაფიცვის პერიოდში იყვნენ დარჩენილი უნივერსიტეტში, ვეუბნებით, რა არის ჩვენი მოთხოვნა და რა არის ჩვენი არჩევანი - ეს არის ევროპა და ევროკავშირი… არა ძალადობრივი გარემო და არა რუსული გარემო პოლიტიკაში“, - ამობობს აქციის მონაწილე, თემო ტარიელაძე.
19:00 საათზე კიდევ ერთი აქცია - ევროპის მოედანზე დაიწყება.
ავტორი: სულხან მესხიძე