ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა. დემონსტრანტები ბსუ-ს მიმადებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, საიდანაც ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მარში დაიწყება.
დღევანდელ აქციაზე სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებას დაგმობენ.
მერაბ ხალვაში იმ ლექტორთა ჩამონათვალშია, ვინც სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვა გააკრიტიკა.
დღესვე ბათუმში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების აქციაც გაიმართა. ისინი, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ხელისუფლებას „აგენტების კანონის“ უკან გაწვევას სთხოვენ.
ავტორი: სულხან მესხიძე