„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის ორგანიზატორებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ მონიტორი დაამონტაჟეს, საიდანაც მოქალაქეები სესიას პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს.
საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრის გარდა, აქცია ასევე საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთანაც მიმდინარეობს.
პარლამენტის ყველა შესასვლელში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.