ჩიტაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დამატებითი ძალები განლაგდნენ.
სავარაუდოდ, სამართალდამცავების მობილიზება „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას უკავშირდება.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტთან „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქცია დილიდან მიმდინარეობს.