ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის, - ასე ეხმიანება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
„ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არავის სარგებელს არ მოუტანს. თითქმის არავის“, - წერს ის X-ზე.
A very sad day for Georgia and the rest of Europe. The passing of this law effectively puts Georgia's accession to the EU on hold, with no benefit for anybody. Almost anybody. pic.twitter.com/TxeLqG1w6O
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) May 28, 2024