ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვეტოს დაძლევაზე: საქართველოს გადაახვევინებს EU-ში ინტეგრაციის გზიდან

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოს პარლამენტის მიერ, ,,აგენტების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას X-ზე ეხმიანება.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს EU-ში ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე კანონის მიღების შესახებ, რომელიც ქვეყანას გადაახვევინებს EU-ში ინტეგრაციის გზიდან. გასულ წელს EU-მა მისცა საქართველოს შანსი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და აშკარად მხარდაჭერილი მისი ხალხის მიერ. სევდიანი დღე," - წერს ბრაჟე. 

პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.