ევროკომისიის პრეზიდენტი პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას ეხმიანება და ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.
„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
The Georgian people overwhelmingly want to join the EU.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 28, 2024
But the law on foreign influence transparency goes against core principles & values of the EU, negatively impacting Georgia's EU path.
We're considering all options & urge the government to recommit to the EU aspirations.