ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაიკლ მაკკოლი: სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო - მათ გადაწყვიტეს, ქვეყანა ბნელ გზაზე ატარონ

აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველო ბნელ გზაზე ატაროს,

„სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსული „აგენტების შესახებ“ მავნე კანონზე. მათ გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში და დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს“, – აცხადებს მაკკოლი.