ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, არ ეღალატა საქართველოსთვის, მაგრამ მათ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ.
მისივე თქმით, მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ქართველი ხალხისთვის ისტორია კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან ისინი შემოუერთდებიან ევროკავშირს და არა რუსეთს.
„ქართულ ოცნებას მილიონი შანსი ჰქონდა არ ეღალატა საქართველოსთვის, მაგრამ მათ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასდროს არის კეთილი მოღალატეების მიმართ. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ქართველი ხალხისთვის ისტორია კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან ისინი შემოუერთდებიან ევროკავშირს და არა რუსეთს“,- წერს ვიოლა ფონ კრამონი.
@GeorgianDream41 had a million chances not to betray #Georgia but they still chose to obey Putin. History is never kind to traitors.
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) May 28, 2024
Despite this setback, the story ends well for the people of 🇬🇪. Sooner or later, they will join the 🇪🇺EU & no 🇷🇺 or their proxies can change that.