ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„აგენტების კანონის“ მიღების გამო, „ქართული ოცნების“ წევრი თელავის საკრებულოს ტოვებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "ქართული ოცნების" წევრი, ლევან ბერძენაშვილი „აგენტების კანონის" მიღების გამო, პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. ის წარმომადგენლობით ორგანოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.

როგორც ლევან ბერძენაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, 10 ივნისამდე შვებულებაშია, საკრებულოში დაბრუნებისთანავე კი „ქართულ ოცნებას“ და საკრებულოში თანამდებობას დატოვებს.

ბერძენაშვილმა 26 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე „ფიცი დადო“, რომ თუ მმართველი გუნდი კანონს უკან არ გაიწვევდა, დატოვებდა პარტიას და თანამდებობას.