ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შალვა პაპუაშვილი: დღემდე არ მომისმენია არცერთი საელჩოს, დონორის განცხადება, რომელიც გაემიჯნებოდა მათი „ენჯეოების“ მიერ პარლამენტზე და პოლიციელებზე თავდასხმის წაქეზებას

კანონმა თავის დანიშნულება ბევრი მიმართულებით შეასრულა, მათ შორის კიდევ ერთხელ გამჭვირვალობის მიმართულებით, გამჭვირვალე გახადა საზოგადოებისთვის, რომ ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორის ეს ნაწილი არის ერთი სიმბიოზი, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ხალხმა დაინახა ერთად თავმოყრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, რომლის შემადგენლობაში არიან როგორც თავად ეს პარტიები, ასევე სალომე ზურაბიშვილი და მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“, რომლებიც ინაწილებდნენ სცენას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ისინი იყვნენ ავტორები პროცესების რადიკალიზაციის. „ენჯეოების“ მოწოდებებით ხდებოდა ბლოკირება პარლამენტის, რაც შემდეგ გადაიზრდებოდა ხოლმე პარლამენტზე და პოლიციელებზე თავდასხმაში, ამას აკეთებდნენ ევროპიდან და აშშ-დან დაფინანსებული „ენჯეობი“. დღემდე არ მომისმენია არცერთი საელჩოს თუ დონორის განცხადება, რომელიც გაემიჯნებოდა მათი „ენჯეოების“ მიერ პარლამენტზე და პოლიციელებზე თავდასხმის წაქეზებას, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში, ამან აჩვენა საერთო ჯამში, თურმე რას ნიშნავს უცხოური გავლენის რეალური სახე ქართულ რეალობაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.