ჩემთვის ეს ინიციატივა ნამდვილად გაუგებარია, იმიტომ, რომ რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
„კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს გზა გადახედვას არ ექვემდებარება და ვინც ამის მიღმა დააყენებს თავს, არჩევნები ისედაც რეფერენდუმი იქნება. ვისაც რუსეთი უნდა და საბჭოთა კავშირი, მონობა და ჭაობი ენატრება, აირჩევს „ქართულ ოცნებას”. [სალომე ზურაბიშვილი] შეიძლება უფრო მეტს ხედავს, ვიდრე მე. არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი, ჩემთვის რეფერენდუმი არჩევნებია, რომ რეჟიმი, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს, ჩამოაშორო ხელისუფლებას”, - განაცხადა მანჯგალაძემ.