ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნაცმოძრაობა ოზურგეთის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტის რეჟიმში გადადის

ნაცმოძრაობა ოზურგეთის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტის რეჟიმში გადადის. ამის შესახებ პარტიის წევრმა, დავით მჟავანაძემ განცხადა.

„ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად, რომელიც უკავშირდება გუშინ პარლამენტში მიღებულ რუსულ კანონს, დაგვეტოვებინა საკრებულოს სხდომა და გამოგვეცხადებინა ბოიკოტი და ამ განცხადების გაკეთება გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნების” და უკვე კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა არ მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეს გვეთქვა და ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული ფორმა გამოგვეხატა და სიმბოლური იყო ის, რომ ისინი გამოცხადდნენ რუსული რუბლებით.

მე მათ მოვუწოდებ, რომ რუსული რუბლები შეინახონ, რადგან მათ დასჭირდებათ, ვეღარ იფრენენ დასავლეთის ქვეყნებში და როდესაც მოუწევთ წითელ მოედანზე წასვლა, აუცილებლად დასჭირდებათ იქ ეს რუსული რუბლები“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.