ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თალაკვაძე რეფერენდუმზე: შეკითხვა, რაც დაისვა, შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის

მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე რეფერუნდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმიანება.

მისი თქმით, ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური.

,,რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო იმ კითხვით, რომელზეც პასუხი კონსტიტუციაში გვიწერია. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა რეფერენდუმთან დაკავშირებით ნიშნავს შემდეგს, ის საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ მე უნდა გადავამოწმოო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის. ეს შეკითხვა, რაც დაისვა თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური. ძალიან საინტერესო იქნება დღის ბოლომდე ოპოზიციური პარტიების პასუხი და რეაქცია ამ ინიციატივაზე”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. მისი განმარტებით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.