ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის წევრების მხრიდან „აგენტების კანონის“ გააკრიტიკებს დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის დეპუტატების თქმით, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, საქართველოსა და ქართველ ხალხს განაჩენი გამოუტანა.

სხდომაზე ისმოდა ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები. დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, საკრებულოს სხდომა დატოვეს.

,,გუშინდელმა ,,შულავერის კომიტეტმა“ განაჩენი გამოუტანა საქართველოს და ქართველ ხალხს. გარუსებას, ჭაობში ჩაფლობას მისცეს გუშინ ხმა.. მთელი ცხოვრება იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ამათ რუსებისთვის ეჩუქებინათ საქართველო“, - აღნიშნა პარტია „ ახალის“ წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ.

მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ დღეს ოპოზიციამ მორიგი სპექტაკლი გამართა.

,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ უტიფრად ატყუებენ მოსახლეობას. რეალურად, სხდომაზე, კამერების წინ აცხადებენ ბოიკოტს, მაგრამ დოკუმენტებს, რომლის საშუალებითაც ხელფასი უნდა აიღონ, აწერენ ხელს. თუ ხარ პოლიტიკური ძალა, მაშინ არც ერთ დოკუმენტს ხელი არ უნდა მოაწერო, მით უმეტეს ხელფასის ასაღებ დოკუმენტს. რეალურად ისინი ბოიკოტს აცხადებენ და ხელფასის აღება უნდათ უსაქმურობაში. როდესაც „ მონას“ და „მოღალატეს“ ეძახიან პიროვნებებს, თან უსაფუძვლოდ, ყველანაირი პიროვნული კულტურა ირღვევა, პასუხი იყო ჩვენგან ადეკვატური,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზაალ კვინჩიამ.




ავტორი: თეა შონია