ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს, პარტია „ახალის" და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები დაუპირისპირდნენ.
თავდაპირველად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მაგიდაზე აქციების დროს დაზარალებული ადამიანების ფოტოები დადეს, შემდეგ კი „ქართული ოცნების" წევრებს, დაუსვეს კითხვა - „გრძნობდნენ თუ არა, რაიმე ტიპის უხერხულობას დღეს, გუშინდელი ვეტოს დაძლევის შემდეგ“, რაზეც პასუხად ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრები, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.
განსაკუთრებით აქტიურობდა საკრებულოში სახელისუფლებო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, მარეხი ნიჟარაძე.
საკრებულოს სხდომაზე დღეს 6 საკითხი იყო გამოტანილი, მათ შორის ერთ-ერთი შეეხებოდა, მერიაში საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრას. სხდომა დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციამ მალევე დატოვა.
ავტორი: ანა ჭეიშვილი