საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს კანონი შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება - მას ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს! სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.
როგორც კვიჟინაძემ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, საფინანსო სისტემა გამჭვირვალეა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
“მანივალის რეკომენდაციებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ. შედეგად ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს. რა სანქციებზე ლაპარაკობთ ხალხო - თუ ვინმე დასანქცირდება, იმას საქართველო უშველის?! უბრალოდ უნდათ, რომ თუ ეს საკითხი ვინმეს არ ესმის ჩარჩეს ნეგატივი. გამორიცხულია, ვერავინ ვერავის სანქციებისგან ვერ დაიცავს!
სრულიად უვნებელი კანონი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. განხილვები დროში ე.წ „გამჭვირვალობის კანონს“ დაემთხვა. იფიქრეს, რომ მუხტი აეწიათ. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველ მოსმენაზე, როცა განხილვა პრინციპების დონეზე, არც კომიტეტზე და არც სესიაზე არავის ხმა არ გაუღია.
მაშინ როცა დღის წესრიგში გამჭვირვალობის კანონპროექტი დადგა, მისცეს ინსტრუქცია და ყველამ ერთ ხმაში დაიწყო ლაპარაკი. ისეთებმაც კი ამოიღეს ხმა ვისაც ეკონომიკაზე სიტყვა არასდროს არ უთქვამს - დაწერილი ტექსტი წაიკითხეს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.