რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს დირექტორი, რიკარდ იოზვიაკი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, NATO-ს ოფიციალური პირის განცხადებას ავრცელებს.
მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, , NATO-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდი ხანია რაც საზღვარგარეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.
„გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს ხელისუფლების საქმეა, მაგრამ ცნობილია, რომ ჩინეთი საზღვარგარეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენას დიდი ხანია ეძებს. შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება", - წერს X-ზე იოზვიაკი NATO-ს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. მისივე თქმით, კომპანია გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.
Nato official on Anaklia port:
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 29, 2024
“Planning decisions are a matter for the 🇬🇪 authorities but it is well known that 🇨🇳 has long sought influence in major overseas infrastructure projects. The Black Sea remains an area of strategic importance to NATO. “