ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში უკვე მეხუთედ, ვულკანი ამოიფრქვა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ლავა ჰაერში 50 მეტრს აღწევდა.

„მეცნიერთა პირველი შეფასება არის ის, რომ ამ ამოფრქვევის დასაწყისი უფრო ძლიერია, ვიდრე წინა ამოფრქვევებში“, - განაცხადეს ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურში. 

ხელისუფლებამ, ვულკანური აქტივობის საფრთხის გამო, დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთით ევაკუაცია გამოაცხადა.